კრიტერიუმები
|
III დონე
(8-10 ქულა)
|
II დონე
(5-7 ქულა)
|
I დონე
(1-4 ქულა)
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და
უყურებს ორატორს
|
იშვიათად უსმენს
და უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს
მსმენელებს
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია და
უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს
უჭირთ გაგება
|
არავერბალური
კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და
გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით,
გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური
კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ
კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი
საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის
არაა თემის შესატყვისი
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან
ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის
სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს
თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის
წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს
დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების
არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და
გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად
გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს
საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
|
შეფასების სქემა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment